სოფელ ატენში ხიდების რეაბილიტაცია დასრულდა

09/08/2017

გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვლმა მოადგილესთან ალექსი ვეშაპურთან ერთად სოფელ ატენში დასრულებული სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა. მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა ატენი-ხიდისთავის დამაკავშირებელი ხიდის და ატენის სიონთან ე.წ. „ფუხაანთუბანში“ არსებული ხიდის სრული რეაბილიტაცია. „ატენში ორივე ავარიული ხიდი უკვე რეაბილიტირებულია, ჩატარდა ხიდების გამაგრებითი სამუშაოები, შეიცვალა მოაჯირები, რეაბილიტირდა სავალი ნაწილი. ხიდებზე ფეხით და ავტომობილით მოძრაობა საშიშროებას აღარ წარმოადგენს მოსახლეობისთვის“ – განაცხადა გამგებლის მოადგილემ ალექსი ვეშაპურმა. პროექტები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მათი ჯამური ღირებულება 16 506 ლარია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0