სოფელ აღმამედლოში 700-მდე ოჯახი წყალუზრუნველყოფილი გახდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, ზაურ დარგალი სოფელ აღმამედლოში იმყოფებოდნენ, სადაც 700-მდე ოჯახი, სასმელი წყლის შიდა ქსელების მოწყობის შედეგად, უკვე ხარისხიანი წყალმომარაგებით სარგებლობს. ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით, ორ ეტაპად, განხორციელდა. სამუშაოების ფარგლებში გაკეთდა 20 600 მეტრი მილსადენი და მოსახლეობისთვის გადაიჭრა ათწლეულების მანძილზე არსებული ძირითადი პრობლემა.

Visited 76 times, 1 visit(s) today