სოფელ ახატანში წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო სამუშაოები გრძელდება

15/12/2022

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სოფელ ახატანში წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს. სოფელ ახატანში კომპანიის მიერ მიმდინარე პროექტის მიხედვით წყალმომარაგების სისტემის მშენებლობას 4 მლნ. ლარზე მეტი მოხმარდება. მიმდინარე სამუშაოები გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ალექსანდრე თევდორაძემ, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ მოინახულეს. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, საერთო სამუშაოთა 80% უკვე შესრულებულია. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: წყალმომარაგების ქსელის, რეზერვუარის, სატუმბი სადგურისა და სხვადასხვა საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა. სოფელ ახატანში სამუშაოები 2023 წლის პირველ კვარტალში დასრულდება. შედეგად, 1200-ზე მეტი ბენეფიციარი 24 საათიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0