სოფელ ბაგაში დაზიანებული შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

20/05/2019

ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბაგაში, დაზიანებული შიდა საუბნო გზების მოხრეშვა-მოშანდაკება მიმდინარეობს. მერის წარმომადგენლის მურთაზ ბოდაველის თქმით, აღნიშნული სამუშაოები ზაფხულამდე დასრულდება. სამუშაოებს შპს “კოხტისძირი 2010” ასრულებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0