სოფელ ბალიჭში სასმელი წყლის ახალი ხაზი გაიყვანეს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სოფელ ბალიჭის ეგრეთ წოდებულ ქვედა დასახლებას, სადაც ოცამდე ოჯახი ცხოვრობს, ზაფხულის დადგომასთან ერთად სასმელი წყლის პრობლემა ექმნებოდა, თვეების მანძილზე ონკანებში წვეთი წყალი არ მოდიოდა. მიზეზი დებეტის სიმცირე და წყლის არასწორი ხარჯვა იყო. ზედა დასახლება სასმელ წყალს სარწყავად იყენებდა და მოსახლეობის ნაწილი წვიმის იმედად რჩებოდა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის შუამდგომლობით გაერთიანებული წყალმომარაგების ბოლნისის სერვისცენტრის წარმომადგენლებმა სოფლის ნაწილისთვის ცალკე ხაზი გაიყვანეს, მოსახლეობას უწყლობის პრობლემა აღარ შეაწუხებს. მათ 24 საათიანი წყალმომარაგება ექნებათ.

Visited 181 times, 1 visit(s) today