სოფელ ბახვში წყალსადენი სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო

20/04/2017

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში წყალმომარაგების კომპანია შპს „სატისი“ წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. პროექტით გათვალისწინებულია 1 კმ. და 300 მ. მაგისტრალის შეცვლა და დაქსელვა. პროექტის დასრულების შემდეგ 22 ოჯახი ეკოლოგიურად სუფთა, გაფილტრული სასმელი წყლით ისარგებლებს. სარეაბილტაციო სამუშაოებს შპს „სატისის“ ხელმძღვანელი დავით ცერცვაძე დაესწრო. პროექტის ჯამური ღირებულება 50 000 ლარს შეადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0