სოფელ ბიწმენდში ახალი სკოლის და ბაღის მშენებლობის პროცესი მხარის რწმუნებულმა დაათვალიერა

26/06/2020

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიწმენდს წლის ბოლომდე ახალი საბავშვო ბაღი და სკოლა ექნება,აღნიშნული ობიექტების სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს,ობიექტების მშენებლობისთვის თანხა მუნიციპალური განვითარების ფონდიდან გამოიყო. სკოლა 90 მოსწავლეზეა გათვლილი,ის ორსართულიანი იქნება და თანამედროვე სტანდარტების ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს.საბავშვო ბაღი კი 50 ბავშვზეა გათვლილი. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე პირადად გაეცნო სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში შალვა კერესელიძე და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე.
გუბერნატორის განცხადებით სოფელ ბიწმენდს საკუთარი სკოლა და საბავშვო ბაღი არასდროს ჰქონია,მცხეთის მერის პირველი მოადგილის თქმით,კი მშენებლობების დასრულების შემდეგ სკოლაშიც და საბავშვო ბაღშიც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება იგეგმება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0