სოფელ ბიჯნისში წყლის სათავე ნაგებობისა და ქსელის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიჯნისში წყლის სათავე ნაგებობისა და ქსელის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი აქტიურად მიმდინარეობს. დღეს, 17 ივლისს, ადგილზე იმყოფებოდნენ და სამუშაოებს ეცნობოდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილი, მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი და ეკონომიკის სამსახურის წარმომადგენლები. პროექტი გარდამავალია და ექსპლუატაციაში 2020 წელს შევა. საწყის ეტაპზე გაკეთდება სათავე და რეზერვუარი, შემდეგ კი მოხდება ქსელის მოწყობა.
მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოების განხორციელების შემდეგ 3000-ზე მეტ ბენეფიციარს საყოფაცხოვრებო პირობები მკვეთრად გაუუმჯობესდება და წყალმომარაგება 24 საათიანი რეჟიმით ექნება.
პროექტი, რომლის ჯამური ღირებულება 1248 991 ლარს შეადგენს, ადგილობრივი ბიუჯეტისა და სახელმწიფო სახსრების თანადაფინანსებით ხორციელდება.

Visited 120 times, 1 visit(s) today