სოფელ ბოდბეში საბავშვო ბაღი გაიხსნა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში ახლად აშენებული საბავშვო ბაღი საზეიმოდ გაიხსნა. საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს სასწავლო წლის დაწყება კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი შიოშვილმა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი გოგილაშვილმა მიულოცეს. სოფელ ბოდბეში ორსართულიანი, 90 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაგა-ბაღი თანამდეროვე სტანდარტების დაცვით აშენდა. ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა და პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 526 995 ლარი შეადგინა.

Visited 71 times, 1 visit(s) today