სოფელ ბოლაჯურის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

01/11/2017

აქტიურად მიმდინარეობს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია.საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისათვის ბიუჯეტიდან 118 442 ლარია გამოყოფილი, რომელიც მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს დაიწყო და მომდევნო წლის 8 იანვარს დასრულდება. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს შენობის დემონტაჟი, გარე ფასადიდან ჩამოყრილია ნალესები, არსებული კარ–ფანჯრები შეიცვალა მეტალოპლასმასის კარ–ფანჯრებით, მოეწყობა სველი წერტილები.
მიმდინარე სამუშაო პროცესი ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ ადგილზე მოინახულა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0