სოფელ ბუგეულში თანამედროვე სტანდარტების ღვინის საწარმოს მშენებლობა დაასრულა

07/05/2019

კომპანია ალექსანდრეულმა სოფელ ბუგეულში თანამედროვე სტანდარტების ღვინის საწარმოს მშენებლობა დაასრულა. ინვესტიციის მოცულობამ 4 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. შენობა აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით, ლაბორატორიით, ჩამოსასხმელი ხაზით და 500 ტონის ტევადობის ღვინის შესანახი ავზებით. სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ ბუგეულის ახალი საწარმო მოადგილესთან და რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
რწმუნებულმა ასევე მოინახულა სოფელ სადმელში კომპანია შატრო ველის ახლადაშენებული ღვინის მარანი, რომელიც ასევე თანამედროვე დანადგარებითაა აღჭურვილი. საწარმოს ამ ეტაპზე 100 ტონა ღვინის შენახვის შესაძლებლობა აქვს, თუმცა უახლოეს მომავალში მოცულობების გაზრდა იგეგმება. მშენებლობა და საწარმოს აღჭურვა, რისთვისაც 1 850 000 ლარი დაიხარჯა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. კომპანიამ 600 000 ლარის სახელმწიფო გრანტი და 800 000 ლარის ღირებულების შეღავათიანი აგროკრედიტი მიიღო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0