ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა, გიორგეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან და ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსთან ერთად ადგილზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. სარეაბილიტაციო სამუშაოები სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს მიერ არის დაფინანსებული და ის აპრილის თვეში დასრულდება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოხდება სკოლის არასასწავლო კორპუსის სრული რეაბილიტაცია, გაკეთდება სპორტული დარბაზი, სასადილო ოთახი, გარემონტდება მისაღები და ნაწილობრივ შეიღებება გარე ფასადი. პროექტის ღირებულება შეადგენს 107 000 ლარს.
Visited 172 times, 1 visit(s) today