სოფელ გომში, საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში, საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაციისა და სკოლის ეზოს შემოღობვის სამუშაოები მიმდინარეობს. სკოლის რეაბილიტაციის პროექტისთვის, რაც იატაკების მოწყობას, ავარიული კარების შეცვლას და საკლასო ოთახების სარემონტო სამუშაოებს მოიცავს, ჯამში 67 502 ლარი დაიხარჯება. სკოლის შემოღობვა კი პროექტ სოფლის პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 19 812 ლარს შეადგენს.
დღეს, 19 აგვისტოს, გომის საჯარო სკოლაში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე ეცნობოდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი, მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი და ინფრასტრუქტურის განყოფილების ხელმძღვანელი გიორგი პაპიაშვილი. სოფელ გომის საჯარო სკოლაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებულ პირობებში წარმართვას.

Visited 196 times, 1 visit(s) today