სოფელ გუდალეთთან და ვარჯაანთან მისასვლელი გზების რეაბილიტაციისთვის მთავრობამ თანხები გამოყო

19/06/2017

მაღალმთიანი დასახლების განვითარების ფონდიდან, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდალეთთან და ვარჯაანთან მისასვლელი გზების რეაბილიტაციის I ეტაპისათვის საქართველოს მთავრობის მიერ 204 535 ლარია გამოყოფილი.
გზის რეაბილიტაციისათვის, რომლის სიგრძე 8 800 გრძივი მეტრია კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით მოხდება, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 10 765 ლარია გამოყოფილი. ტენდერის გამოცხადების და მშენებლის შერჩევის შემდეგ დაიწყება სამუშაოები – აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ზაზა მარიდაშვილმა, რომელმაც სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთი ადგილზე დაათვალიერა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0