სოფელ გურძაულში ახალი მინი სპორტული მოედანი აშენდა

19/09/2017

ხულოში აქტიურად მიმდინარეობს მინი სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი. მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი თანამედროვე სტანდარტების, ახალი მინი სპორტული მოედანი შეემატა. მოედანი სოფელ გურძაულში „პრიორიტეტული ღონისძიებების“ ფარგლებში მოეწყო. სამუშაოები ტენდერით გამოვლენილმა კომპანიამ შ.პ.ს. „როდამ“ განახორციელა, რისთვისაც ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ბიუჯეტიდან 38113 ლარი დაიხარჯა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0