სოფელ დაბის ტყის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ბოლომდე ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონის, ბორჯომის რაიონის, სოფელ დაბის ტერიტორიაზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გადამწვარი ტყის ტერიტორიაზე გუშინ დღისით გაჩენილი ხანძრის ბოლომდე ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მძიმე ტექნიკის დახმარებით მიმდინარეობდა ხანძრამდე მისასვლელი გზის გაწმენდითი სამუშაოები. დილის 6 საათიდან ადგილზე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, მაშველები, ადგილობრივი მოსახლეობა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები და შსს-ს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი იმყოფებიან.
ამ დროისათვის ცეცხლი 5 ჰა-მდე ფართობზეა გავრცელებული. დამწვარია ძველი ნახანძრალი ხე-ტყე და ბუჩქნარი. ამ ეტაპზე ცეცხლი ტყის მასივზე არ გავრცელებულა.

Visited 174 times, 1 visit(s) today