ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. გურიაში სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია დვაბზუს და გაღმა დვაბზუს მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე პრეზენტაციები წარმოადგინეს რწმუნებულის მოადგილემ ქეთევან მოისწრაფეშვილმა, ოზურგეთის მერის მოადგილემ ირაკლი სირაძემ, ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ლელა იმედაშვილმა, გურიის სოციალური მომსახურეობის სამხარეო ცენტრის ხელმძღვანელმა თეა ლომჯარიამ და პროგრამის „დანერგე მომავალი“ წარმომადგენელმა გიორგი ცაგარეიშვილმა. მათ დამსწრე საზოგადოებას სოციალურის, განათლების, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და c „ჰეპატიტის“ მიმართულებით განხორციელებული პროექტები და ძირითადი პრინციპები გააცნეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. როგორც ზურაბ ნასარაიამ აღნიშნა, მსგავსი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვანია და სხვადასხვა პრიორიტეტულ საკითხზე ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებას ისახავს მიზნად. ანალოგიური შეხვედრები რეგიონში შემავალი სამივე მუნიციპალიტეტის სოფლებში და ქალაქში გაიმართება.