სოფელ დვაბზუს საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში ახლადრეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა. ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით განხორციელდა შენობის სრული რეაბილიტაცია. გარემონტდა სამყოფი ოთახები, სამზარეულო და სველი წერტილები. მოეწყო წყლისა და საკანალიზაციო სისტემები. დვაბზუს საბავშვო ბაღის გახსნას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ყაზაიშვილი, განათლების სოციალური დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი მაიზერ ცელაძე, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ხათუნა სურგულაძე, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი – გოჩა აბაშმაძე და სკოლამდელი სააღმზრდელო ცენტრის ხელმძღვანელი – ავთანდილ მექვაბიშვილი დაესწრნენ. დვაბზუს საბავშვო ბაღის რეაბილიტაციაზე 79 694 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები შეასრულა შპს. „მეგა-8“- მ.

Visited 187 times, 1 visit(s) today