სოფელ ელიაწმინდაში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა

22/06/2021

სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, რწმუნებულის მოადგილემ შალვა ბერძენიშვილმა,ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორმა მარინა მერაბიშვილმა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ელიაწმინდაში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში განხორციელდა შენობის რეაბილიტაცია. მოეწყო სამზარეულო, საძინებელი, სველი წერტილები და აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით. საბავშვო ბაღის ეზოში კი გასართობი ატრაქციონები დაიდგა. აღსანიშნავია, რომ დაწესებულება აქამდე სასკოლო-მზაობის ალტერნატიულ ცენტრს წარმოადგენდა, სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შემდეგ კი ტიპიურ ბაღად გადაკეთდა, სადაც სკოლამდელი განათლების მიღება 30 აღსაზრდელს შეეძლება. სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საბავშვო ბაღის აღსაზრდელების მონაწილეობით გამართულ ღონისძიებასაც დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0