მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ერედაში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება გაიხსნა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ ეტაპად ჩატარდა, რომლის ფარგლებში განხორციელდა როგორც სარემონტო სამუშაოები, ასევე ინფრასტრუქტურული მოწყობა. საბავშვო ბაღი, სადაც უკვე 60 აღსაზრდელი შეძლებს სკოლამდელი განათლების მიღებას, სრულად რეაბილიტირებულია და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა აღჭურვილი.
გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველი მოადგილე გურამ ამირიძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები და ადგილობრივი მოსახლეობა.
Visited 238 times, 1 visit(s) today