სოფელ ვარდისუბანში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილმა და დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა სოფელ ვარდისუბანში ახლადრეაბილიტირებული საბავშვო ბაღი დაათვალიერეს. შესრულებული სამუშაოების ფარგლებში ადგილზე შეიცვალა შიდა კომუნიკაციები, მოწესრიგდა გარე-ფასადი და სახურავი, გარემონტდა სააღმზრდელო ოთახები, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა, მოეწყო საბავშვო გასართობი მოედანი. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 580 550 ლარით დაფინანსდა. საბავშვო ბაღში ამ ეტაპზე 40 აღსაზრდელი ირიცხება. როგორც მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა განაცხადა მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა სკოლამდელი განათლება თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში მიიღონ, სწორედ ამიტომ, აღნიშნული მიმართულებით სამუშაოები კვლავ აქტიურად გაგრძელდება და დმანისის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს ორი ახალი საბავშვო ბაღი აშენდება.

Visited 46 times, 1 visit(s) today