სოფელ ვაქირში ახალგაზრდული სახლის შექმნა იგეგმება

19/06/2017

რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფელ ვაქირში ახალგაზრდული სახლის შექმნა, ამისთვის სათანადო ფართის და ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში არსებულ რამოდენიმე ოთახს, აღიჭურვება კომპიუტერული ტექნიკით და საოფისე ინვენტარით.
აღნიშნულ სივრცეში თავმოყრის საშუალება მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს ექნებათ, რომლებიც იზრუნებენ როგორც თვითგანვითარებისთვის, ასევე, მუნიციპალიტეტში სასიკეთო პროექტების განხორციელებისთვის. ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება აქტიურად ჩაერთონ სოფლებში მიმდინარე პროცესებში, გამოთქვან თავიანთი აზრი და სასიკეთოდ შეცვალონ სოფლის მომავალი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0