სოფელ ვაშლოვანში ახალაშენებული სოციალური სახლის ბინები სტიქიის შედეგად დაზარალებულ 58 ოჯახს გადაეცა

26/07/2017

2013 წლიდან დღემდე აჭარაში საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილდა ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების შედეგად დაზარალებული 432 ოჯახი
აჭარის ტერიტორიაზე 2012 წლიდან აშენდა და რეაბილიტირდა 11 სახლი
აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით აშენებული და რეაბილიტირებულია 6 სოციალური სახლი, რისთვისაც გამოიყო 14 635 398 ლარი. ადგილობრივი მუნიციპალური ბიუჯეტიდან დაფინანსებულია 5 სოციალური სახლის მშენებლობა და რეაბილიტაცია, რისთვისაც გამოიყო 3 573 886 ლარი
აჭარის პროგრამით, 2016 წლიდან დღემდე 150 ეკომიგრანტ ოჯახს გაეწია ფინანსური მხარდაჭერა. თითოეულ მათგანს გამოეყო თანხა 25 000 ლარის ფარგლებში საცხოვრებელი ფართობის შესასყიდად

Tweet about this on TwitterShare on Facebook0