სოფელ ვერტყვიჭალაში ყოფილი, თვითნებური, ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე სკვერი გაიხსნა

22/09/2017

სოფელ ვერტყვიჭალაში ყოფილი, თვითნებური, ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე სკვერი გაიხსნა. ნაგავსაყრელის ადგილზე რეკრეაციული ზონის მოწყობის ინიციატივა არასამთავრობო ორგანიზაციის „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ წევრს ხათუნა მანაჯავიძეს ეკუთვნის. ხათუნა მანჯავიძემ დასასვენებელი სკვერის მოწყობა პროექტ – „სუფთა გარემო ჩვენი უფლებაა, დაცვა-მოვალეობა“ ფარგლებში განხორციელა.
სოფელში სკვერის გახსნას გამგებლის წარმომადგენელი ხუნევის ადმინისტრაციულ ერთეულში კახა ლომიძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველი გენდერულ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში ინგა ბერაძე, ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის წარმომადგენელი მაია მაღრაძე და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.
ხათუნა მანჯავიძის განმარტებით, პროექტი ქალთა ფონდის დაფინანსებით განხორციელდა. „მუნიციპალიტეტის მასშტაბით სკვერების მოწყობისათვის დაახლოებით 7 500 ლარი დაიხარჯა, თუმცა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და სოფლის მოსახლეობის ჩართულობით, რეალურად, გაცილებით მეტი სამუშაოა გაწეული. თვითნებური ნაგავასაყრელების ადგილზე, ამ ეტაპზე, უკვე გაიხსნა კიცხისა და ვერტვიჭალის სკვერები, ხოლო სოფელ საქარიქედში უახლოეს მომავალში გაიხსნებება.“
ვერტყვიჭალის მოსახლეობა სოფელში სკვერის გახსნით გახარებულია და აღნიშნავენ, რომ მომავალში დასასვენებელ ადგილს გაუფრთხილდებიან და კიდევ უფრო გაალამაზებენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0