სოფელ ზარზმაში სერაპიონ ზარზმელის ხსენების დღე აღინიშნა

11/11/2023

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარზმაში სერაპიონ ზარზმელის ხსენების დღე აღინიშნა. ზარზმის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში საზეიმო წირვა-ლოცვა ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ და ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მიტროპოლიტმა საბამ სასულიერო პირებთან ერთად აღავლინეს. წირვის შემდეგ, ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. “ზარზმობის” დღესასწაულს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ვარდიაშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები და სამოქალაქო საზოგადოება ესწრებოდა. “ზარზმობა” სახალხო-რელიგიური დღესასწაულია, რომელიც ადიგენის მუნიციპალიტეტში ყოველი წლიდ 11 ნოემბერს აღინიშნება. სერაპიონ ზარზმელი წარმოშობით კლარჯეთიდან იყო. მან lX საუკუნეში სხვა ბერებთან ერთად დაარსა ზარზმის მონასტერი და სიცოცხლის ბოლომდე იქ მოღვაწეობდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0