სოფელ ზედა სიმონეთში სახალხო ზეიმი გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სიმონეთში სახალხო ზეიმი გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის წევრებთან, მხარისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებთან ერთად ესწრებოდა.
ღონისძიების ფარგლებში თერჯოლის მუნიციპალიტეტის 5 მოქალაქეს, სხვადასხვა დამსახურებისთვის, საპატიო თერჯოლელის წოდება მიენიჭა. დავით კლდიაშვილის სახლ–მუზეუმში შეკრებილმა საზოგადოებამ თერჯოლის განვითარების 5 წლიანი გეგმა მოისმინა.

Visited 227 times, 1 visit(s) today