სოფელ ზორვეთში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სოფელ ზორვეთში საავტომობილო გზის აღდგენის სამუშაოები განახლდა. გზის რეაბილიტაცია გასულ წელს დაიწყო, რომლის ფარგლებში მოეწყო გზის 760 მ. მონაკვეთი. პროექტის მიხედვით 2016 წელს დაგეგმილია 830 მეტრიანი მონაკვეთის ასფალტის საფარით კეთილმოწყობა. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 369867 ათას ლარს შეადგენს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია „საპოვნელა +“ ახორციელებს. მძიმე ტექნიკა ახლა სოფლის გზაზე მოსამზადებელ სამუშაოებს ასრულებს. მიმდინარე პროცესებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ადევნებდნენ თვალყურს.

Visited 180 times, 1 visit(s) today