ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ივერიაში სრულდება მისასველი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები
გზის სავალ ნაწილზე მოეწყო მილხიდების და ასფალტო-ბეტონის ჯამში 2410 მეტრი სიგრძის საფარი.
სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. საგზაო სამშენებლო სამმართველო N1.
სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის ღირებულებაა 489 499 ლარი.
აღნიშნული სამუშაოები გეგმა-გრაფიკით მიმდინარეობდა და გარკვეულ ვადებში დასრულდება.
Visited 174 times, 1 visit(s) today