სოფელ იმირში, სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობის მასშტაბური პროექტი ხორციელდება

12/09/2017

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში, სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობის მასშტაბური პროექტი ხორციელდება, რომელიც იმირის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებს: შულავერს, ახლომახმუდლოს, ენიკენდს, სეითგოჯალოს, ზემო სარალს, ქვემო სარალს, მარეთს, არაფლოსა და იმირს სასმელი წყლით მოამარაგებს. აღნიშნული პროქექტის განხორციელების შედეგად მუნიციპალიტეტის სოფლებში წლების განმავლობაში არსებული პრობლემა გადაიჭრება.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით განხორციელება.
ჭაბურღილის მოწყობა მიმდინარე წლის 1 ივნისს დაიწყო და ნოემბრის ბოლოს დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0