სოფელ იმირში, სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობის მიზნით, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

27/10/2017

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში, სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობის მიზნით, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, მომარაგდება შულავერის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლები: შულავერი, ახლომახმუდლო, ენიკენდი, სეითგოჯალო, ზემო სარალი, ქვემო სარალი, მარეთი, არაფლო და იმირი.
აღნიშნული მასშტაბური პროექტის განხორციელება ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანადაფინანსებით მიმდინარებს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება, 507 000 ლარს შეადგენს.
რეგიონებში განსახორციელებლი პროექტების ფონდიდან გამოყოფილია 273 678 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი 233 322 ლარი.
სამუშაოები დასრულდება მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს. პროექტის ფარგლებში დასაქმებულია 22 ადამიანი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0