სოფელ ინჩხურში ახალი საავტომობილო გზის მშენებლობა მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მარტვილის მუნიციპალიტეტის ინჩხურის ადმინისტრაციულ ერთეულში, პატარა ინჩხურის უბანში, გზის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაიგება 2 000 მეტრი ასფალტობეტონის საფარი. პროექტი ასევე მოიცავს, გრუნტის კიუვეტების და ლითონის მილების მოწყობას მიერთებებზე და ეზოს შესასვლელებში.
მიმდინარე სამუშაოებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, მერის პირველ მოადგილესთან დავით სურმავასთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან ალექსანდრე ახვლედიანთან ერთად გაეცნო.
პროექტის ღირებულება 459 821 ლარს შეადგენს, სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სს ,,არქეოპოლისი“ ასრულებს. ამ ეტაპზე დაგებულია ასფალტო ბეტონის საფარის პირველი ფენა.
ინჩხურში გზის მშენებლობა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

Visited 232 times, 1 visit(s) today