სოფელ კაბალში საბავშვო ბაღის მშებლობა იწყება

21/10/2020

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში საბავშვო ბაღის მშებლობა იწყება. საბავშვო ბაღს ააშენებს და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს კომპანია “სოკარ ენერჯი ჯორჯია”. კაფსულის ჩაგდების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს: სოკარის პრეზიდენტმა, როვნაგ აბდულაევმა, სოკარის ინვესტიციების მართვის სამსახურის უფროსმა – ვაგიფ ალიევმა, კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა – ირაკლი შიოშვილმა, ლაგოდეხის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა – ჯონდო მდივნიშვილმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა.
საბავშვო ბაღი გათვლილია 100 ბავშვზე. გარდა 4 საკლასო ოთახისა, საბავშვო ბაღის ინფრასტრუქტურა მოიცავს ბუფეტს, სამზარეულოს, სპორტული აქტივობის, ექიმის, სათამაშო და საძინებელ ოთახებს, ადმინისტრაციულ და ტექნიკურ ფართებს. შენობაში გათვალისწინებულია პანდუსები და სანიტარული ფართები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის. საბავშვო ბაღის ჯამური ფართი 1242 კვადრატული მეტრია. ბაღის ტერიტორიაზე ასევე გათვალისწინებულია ღია სათამაშო მოედანი. პროექტის ღირებულება 2 720 000 ლარია. მშენებლობა 8 თვეს გასტანს და სოკარ ენერჯი ჯორჯიას მიერ საბავშვო ბაღი სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცემა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0