სოფელ კადოეთში წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

10/05/2019

მჭადიჯვრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ კადოეთში წყლის სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო. მიმდინარე სამუშაოები დღეს, 10 მაისს, მოინახულა მერის წარმომადგენელმა მჭადიჯვრის ადმინისტრაციულ ერთეულში ზურაბ ჯარიაშვილმა. მისი თქმით, სასმელ წყალთან დაკავშირებული პრობლემა მაისის ბოლოს სოფელ კადოეთს გადაწყვეტილი ექნება. სამუშაოებს შპს “უნივერსალ სერვისი” ასრულებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0