სოფელ კალინინოსა და ჯანდარაში საბავშვო ბაღები გაიხსნა

16/09/2019

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადაგენლებთან ერთად, სოფელ კალინინოსა და ჯანდარაში საბავშვო ბაღები გახსნეს.
აღნიშნულ სოფლებში სააღმზრდელო დაწესებულებები არასოდეს ყოფილა. ახალი შესაძლებლობის ფარგლებში ადგილზე სკოლამდელ განათლებას 100-ზე მეტი ბავშვი მიიღებს და დასაქმდება 30-მდე ადგილობრივი.
ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 546 000 ლარი გამოიყო. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ბოლოს, მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი და დასახლება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო დაწესებულებებით იქნება უზრუნველყოფილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0