სოფელ კანთში ახალი სკოლა აშენდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ კანთში ახალი სკოლა აშენდება.ინფორმაცია მასწავლებლებს და მოსწავლეებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ დავით ფარცვანიამ, წალენჯიხის მერთან ერთად გააცნო. საბაზო სკოლის პროექტირება უკვე დასრულების ეტაპზეა ახალი წლიდან კი სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.
პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბაზო სკოლა 60 მოსწავლეზე იქნება გათვლილი, ასევე მოეწყობა სპორტული მოედანი. პროექტის ღირებულება 1 მილიონ ლარზე მეტია. კანთის სკოლა 2011 წელს დაიწვა და მას შემდეგ სასწავლო პროცესი სოფელში არსებულ ყოფილ საკოლმეურნეო მაღაზიაში მიმდინარეობს. სკოლაში ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო მშობლებმა მოსწავლეები ახლომდებარე სკოლებში გადაიყვანეს, რის გამოც ამჟამად კანთის სკოლაში მხოლოდ 3 მოსწავლე სწავლობს. სკოლის არ არსებობა სოფელიდან მიგრაციას უწყობდა ხელს.

Visited 112 times, 1 visit(s) today