სოფელ კაპანახჩში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

07/09/2017

სოფელ კაპანახჩში, შიდა გზების რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის მოასფალტების სამუშაოები.პროექტის ფარგლებში დაიგება 2 093 მეტრი სიგრძის გზა.
ინფრასტრუქტურული პროექტი, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომლის საერთო ღირებულება 290 209 ლარია.
რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილია 156 713 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი 133 496 ლარი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0