სოფელ კვალითში საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები დაიწყო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სოფელ კვალითში საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა 1100 მეტრიან მონაკვეთზე მიმდინარეობს, სადაც ბეტონის საფარი ეწყობა. პროექტის ფინანსური უზრუნველყოფა რგფ – ისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 180050 ლარია. გზის რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია „უნივერსალი“ აწარმოებს. მიმდინარე სამუშაოები დღეს მაჟორიტარმა დეპუტატმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. აღნიშნულ დასახლებაში 25 წელზე მეტია არ განხორციელებულა საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, როგორც ადგილობრივები ამბობენ, მას შემდეგ რაც გზის მოწყობის პროცესი დასრულდება გადაადგილება მარტივად იქნება შესაძლებელი, როგორც ქვეითად მოსიარულეთათვის ასევე ავტომობილით მოსარგებლეებისთვისაც.

Visited 128 times, 1 visit(s) today