სოფელ კვირიკეში გარე განათების ლამპიონების მონტაჟი მიმდინარეობს

12/07/2017

დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალერი ფოცხვერია სოფელ კვირიკეს სტუმრობდა , სადაც სოფლის პროგრამის ფარგლებში 2016 წელს გარე განათების სისტემის რეაბილიტაცია მოხდა. დღეს კი ქსელის სრულყოფის მიზნით, სოფელ კვირიკეში გარე განათების ლამპიონების დამატება მოხდა. ,, დღეს ვიმყოფებით სოფელ კვირიკეში, სადაც გარე განათების ლამპიონების დამატება მოხდა. ეს იმას ნიშნავს, რომ აქტიურად მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის მასშტაბით გარე განათების ქსელის მოწყობა, რადგან ეს ჩვენი მოსახლეობის დაკვეთაა“ განაცხადა ვალერი ფოცხვერიამ

Tweet about this on TwitterShare on Facebook0