სოფელ კლდეში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საბავშო ბაღი გაიხსნა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საბავშო ბაღი გაიხსნა. საზეიმო ლენტი სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ და არასამთავრობო ორგანიზაცია world visioni-ის წარმომადგენელმა გაჭრეს.
სოფელ კლდის ბაღში, სადაც 13 ადგილობრივი დასაქმდა, ამ ეტაპზე ორი ჯგუფი იფუნქციონირებს. 45- მდე აღსაზრდელს კი საშუალება ექნება სკოლაში მისვლამდე სხვადასხვა უნარ- ჩვევებს დაეუფლოს.
სოფელ კლდის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით განხორციელდა. შენობის რეაბილიტაციისათვის ჯამში 67 995 ლარი დაიხარჯა.
ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად, დაწესებულების აღჭურვისა და ინვენტარიზაციაში საერთაშორისო ორგანიზაცია world visioni მონაწილეობდა. საბავშვო ბაღში მოხდა ავეჯის, სამზარეულოს ინვენტარის, წიგნების და სათამაშოების შეტანა, რისთვისაც 21 700 ლარი დაიხარჯა. ახალციხის მუნიციპალიტეტში სულ 24 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს.

Visited 174 times, 1 visit(s) today