სოფელ კონჭკათის საჯარო სკოლაში დაარსებიდან 100 წლის იუბილე აღნიშნეს

02/07/2017

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათის საჯარო სკოლაში დაარსებიდან 100 წლის იუბილე აღნიშნეს. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები და სკოლის კურსდამთავრებულები დაესწრნენ. საიუბილეო თარიღი კონჭკათის საჯარო სკოლას გურიის გუბერნატორმა, გია სალუქვაძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მერაბ ჭანუყვაძემ, ქალაქ ოზურგეთის მერმა, ბეგლარ სიორიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ – დავით დარჩიამ მიულოცეს.
„ამ სკოლას ბევრი რამ აქვს საამაყო – ისტორია, ტრადიციები და რაც მთავარია, ადამიანები, რომლებიც მის სათავეებთან იდგნენ, ამ კედლებში მოღვაწეობდნენ, აქ აღიზარდნენ. 100 წლის ისტორია მარტო მდიდარ ტრადიციას არ ნიშნავს, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაცაა, რომელსაც ყველა დროში წარმატებით ართმევდა თავს კონჭკათის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი. გისურვებთ წარმატებებს თქვენს კეთილშობილურ საქმეში,“- აღნიშნა მერაბ ჭანუყვაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0