სოფელ კორტანეთში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება

07/11/2017

სოფელ კორტანეთში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება. სოფელში რკინა ბეტონის გზა 317 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე მოეწყო. პროექტის მიხედვით, მოწესრიგდა ეზოებში შესასვლელები და სანიაღვრეები. სამუშაოების დაწყებამდე ადგილობრივებს გრუნტის გზით სარგებლობა წლებია უწევდათ, რაც მოსახლეობისათვის დისკომფორტს ქმნიდა. დღეს უკვე მოქალაქეებს სუფთა და მოწესრიგებულ გზაზე შეუძლიათ გადაადგილება. მასშტაბური პროექტის ფარგლებში, გზების კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულებულია დაბა ახალდაბაში აღმაშენებლის ქუჩაზე და კაპანაძეების უბანში. ამჟამად პროექტები გრძელდება ახალდაბაში ვაჟა-ფშაველას I და II მონაკვეთებზე და რიკაძეების უბანში. პროექტებისათვის 600 000 ლარამდე გაიხარჯება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0