სოფელ კუმურდოში ახალაშენებული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღი გაიხსნა

02/06/2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში ახალაშენებული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღი გაიხსნა.
საზეიმო გახსნის ცერემონიას სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, მოადგილეებთან ერთად, ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი სამველ მანუკიანი, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული 4 მუნიციპალიტეტის – ახალქალაქის, ნინოწმინდის, ახალციხისა და ასპინძის მერები და თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ახალი საბავშვო ბაღი 120 აღსაზრდელზეა გათვლილი. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალი საბავშვო ბაღის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და დამსწრე საზოგადოებასთან, მშობლებთან და მასწავლებლებთან ბავშვთა შემდგომი განვითარებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. სახელმწიფო მინისტრმა აღსაზრდელებს საჩუქრად წიგნები და სათამაშოები გადასცა. საბავშვო ბაღის გახსნამდე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია დააანონსა. ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე საზოგადოებას სამკვირიანი, მრავალკომპონენტიანი კამპანიის მიზნები გააცნეს, რაც სხვადასხვა აქტუალური საკითხის შესახებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ინფორმირებასა და სახელმწიფო პროგრამებზე მათი ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0