სოფელ კურზუს სტადიონზე გასახდელის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

28/07/2017

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუს ცენტრში არსებულ სტადიონზე გასახდელის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე გრიგალავამ და გამგებლის პირველმა მოადგილემ გიორგი გოროზიამ დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში შიდა და გარე მხრიდან შეილესება ფასადი, შეიღებება კედლის შიდა მხარე, გარე მხრიდან შეიბრიზგება ფასადი, ჭერზე მოეწყობა ფერადი პლასტიკატი. პროექტის ღირებულება 6 703 ლარს შეადგენს, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,პარტნიორი“ ასრულებს. ამ ეტაპზე დასაქმებულია -5 ადამიანი. სამუშაოები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0