სოფელ ლესიჭინეში აქტიურად მიმდინარეობს ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სოფელ ლესიჭინეში, მდინარე ოჩხომურზე, ხობი-საჯიჯაო-ლესიჭინე-სენაკის საავტომობილო გზის 25-ე კილომეტრზე აქტიურად მიმდინარეობს ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა. მშენებარე ხიდი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა დაათვალიერეს. აღნიშნული ხიდის სიგრძე 170, ხოლო, სიგანე 11 მეტრია. პროექტი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 6 577 834 ლარით ფინანსდება.
სამუშაოებს “ჯორჯიან ბრიჯ ქონსთარქშენი“ ასრულებს. ხიდის მშენებლობა მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება.
ამჟამად, როგორც ქვეითი,ასევე, ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებისთვის გამოიყენება ძველი ხიდი, რომლის დემონტაჟი ახალი ხიდის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ მოხდება.

Visited 224 times, 1 visit(s) today