სოფელ ლესიჭინეში ახალი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა ახალი ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოები დაათვალიერეს. სოფელ ლესიჭინეში,მდინარე ოჩხომურზე,ხობი–საჯიჯაო–ლესიჭინეს 26–ე კმ–ზე, ახალი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოებს ასრულებს “ჯორჯიან ბრიჯ ქონსთრაქშენი“ ხიდის მშენებლობას 6 577 834 ლარით აფინანსებს საქართველოს გზების დეპარტამენტი. ახალი ხიდი ექსპლუატაციაში 2018 წლის დეკემბრიდან შევა. ახლის მშენებლობის შემდეგ მოხდება ძველი ხიდის დემონტაჟი.

Visited 136 times, 1 visit(s) today