სოფელ მატანში მელიორაციის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს

08/06/2017

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში საქართველოს მელიორაციის სამსახურის გენერალური დირექტორი არჩილ ბუკია სოფლის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრას ახმეტა თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული, მუნიციპალიტეტის გამგებელი ბექა ბაიდაური, საკრებულოს თავმჯდომარე თამარ ყეინიშვილი და გამგეობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. ახმეტის მუნიციპალიტეტში დასრულდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 3 პროექტი, შედეგად ახმეტის მუნიციპალიტეტში წყალუზრუნველყოფილი სასაოფლო – სამეურნეო მიწის ფართობი 800 ჰექტრიდან 1 200 ჰექტრამდე გაიზარდა. 2012 წლიდან დღემდე კახეთის რეგიონში საერთო ჯამში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 41 სარეაბილიტაციო პროექტი დასრულდა , შედეგად წყალუზრუნველყოფილი სასოფლო – სამეურნეო მიწის ფართობი 6 000 ჰექტრიდან 15 400 ჰექტრამდე გაიზარდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0