სოფელ მატნის შესასვლელთან სამედიცინო კარავი განთავსდა

14/09/2020

დღეს, ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ მატნის შესასვლელთან სამედიცინო კარავი განთავსდა, სადაც ეპიდემიოლოგების მიერ მოსახლეობის ტესტირება მიმდინარეობს. დილიდან ადგილზე იმყოფებიან კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი შიოშვილი და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, იოსებ ქარუმაშვილი. ამ ეტაპზე, ადგილზე მობილიზებული ეპიდემიოლოგთა ჯგუფის მიერ აღებულია 100 – ზე მეტი მოქალაქის საკვლევი მასალა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0