სოფელ მაღაროში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია დასრულდა

07/09/2017

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია დასრულდა. სოფლის ორ უბანში ასფალტო-ბეტონის გზის საფარი და სანიაღვრეები მოეწყო.
პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 262 857 ლარი დაიხარჯა.
დასრულებული გზით სოფელში 99 ოჯახი ისარგებლებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0