ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა სხვადასხვა სოფელში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე დღეს სოფელ მერიაში მიმდინარე ინფრასტურქტურულ სამუშაოებს გაეცნო. მერიის ადმინისტრაციულ ერთეულში რკინა-ბეტონის საფარი 4 რთულ საგზაო მონაკვეთზე მოეწყობა. „ვაგრძელებთ რთული საგზაო მონაკვეთების აღდგენა-რეაბილიტაციას. მერიის ადმინისტრაციულ ერთეულში სულ 410 გრძივი მეტრი ბეტონის საფარი დაიგება. სამუშაოების ღირებულება 70 000 ლარს შეადგენს და ის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. ანალოგიური სამუშაოები ყველა იმ სოფელში განხორციელდება, სადაც ამის საჭიროება დგას,“- აღნიშნა მერაბ ჭანუყვაძემ.
Visited 155 times, 1 visit(s) today