სოფელ მინაძეში საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა

02/03/2016

ახალციხის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება შეემატა. რამდენიმე ათეული წლის შემდეგ სოფელ მინაძეში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ბაგა-ბაღი გაიხსნა. წლების განმავლობაში უფუნქციოდ დარჩენილი შენობის რეაბილიტაციასა და ინვენტარით აღჭურვას ადგილობრივი ბიუჯეტიდან 110 000 ლარი მოხმარდა. არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი განვითარების ცენტრმა“ კი ბაგა-ბაღის შენობაში მზის კოლექტორი და ენერგოეფექტური ღუმელი დაამონტაჟა.
სოფელ მინაძის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა მელიქიძემ გახსნეს.
საბავშვო ბაგა-ბაღი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი, სადაც 12 ადგილობრივი დასაქმდა. იგი ბოლო ერთი წლის მანძილზე მუნიციპალიტეტის მასშტაბით ახლადგახსნილი მესამე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაა, რომელთა მშენებლობაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. გარდა ამისა მიმდინარე წელს აშენდება კიდევ სამი საბავშვო ბაღი, ხოლო ერთს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0